რას ჭამს ფეხბურთელი თამაშის დღეს

ბავშვის ორგანიზმი ენერგიას სწრაფად ხარჯავს და სწრაფადვე ითხოვს. თამაშის დღეს მთავარი წესი მარტივია: არაფერი ახალი — მხოლოდ ის, რაც უკვე გისინჯავს ვარჯიშის დღეს.
3 საათით ადრე
სრული კვება: მაკარონი, ბრინჯი ან კარტოფილი + მჭლე ხორცი ან კვერცხი + ცოტა ბოსტნეული. ცხიმიანი და შემწვარი — არა, რადგან კუჭში დიდხანს რჩება.
1 საათით ადრე
პატარა და მსუბუქი: ბანანი, თეთრი პურის ნაჭერი თაფლით, ან ხილის კომპოტი. მიზანი გაძღომა არ არის — მიზანია, კუჭი მსუბუქი და ენერგია ხელმისაწვდომი იყოს.
წყალი
- დილიდან სვი პატარ-პატარა ულუფებით, არა ერთბაშად.
- გახურებულ ამინდში დამატებით ცოტა მარილიანი წყალი დაგეხმარება.
- გაზიანი და ენერგეტიკული სასმელები თამაშის დღეს — არა.
მატჩის შემდეგ პირველი 30 წუთი
ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფანჯარაა აღდგენისთვის: რძის პროდუქტი, ხილი ან სენდვიჩი. სახლში მისვლამდე დაელოდები — აღდგენა ნელდება.